|
2018-03-29 17:51:07, 2240 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებული გამოვლინდა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული: მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და თამარ ჭანტურია. პირველი ადგილის მფლობელი მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში. „ჩვენ უკვე მრავალი წელია ამ ღონისძიების ერთ-ერთი ინიციატორები ვართ. განათლება არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ და გვინდა ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა გაიზარდოს და გახდეს კიდევ უფრო კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე, რადგან კონკურენცია საერთაშორისოა. რაც შეეხება გამოსვლას და სახალხო პრეზენტაციების გაკეთების უნარს, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და ჩვენ გვინდა, ამ უნარის წახალისებაში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა“,-განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე-„დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა“. პირველ ტურში კი საკონკურსო თემა „მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა“ იყო. წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო. „უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ კონკურსში, რადგან აღნიშნული კონკურსი მნიშვნელოვანია ბევრი ასპექტით. თუნდაც ის, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაკავდნენ სფეროში, რომელიც არის დაკავშირებული ხალხთან კონტაქთან, სოციალიზაციასთან, ამ თვისებებს უძლიერებს, ვინაიდან წარადგენს პუბლიკის წინაშე, ასწავლის კრეტიულობას. ონგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხთა კავშირი ეხმარება ადამიანებს იმაში, რომ დააკავშიროს სხვადასხვა ეროვნების ხალხი, ვინც ჩართულია ამა თუ იმ სოციალურ პროექტში, ამა თუ იმ საქმიანობაში, იმ დონეზე, რომ მათთვის ეს იყოს საინტერესო“,-განაცხადა კონკურსის მონაწილე ირაკლი ჩხიკვაძემ. ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტიც დაესწრო: „ჩემთვის ეს არის წლის ყველაზე საყვარელი პერიოდი იქედან გამომდინარე, რომ ამ დროს იმართება სწორედ ეს კონკურსი. მეორედ ვარ ჩართული ამ კონკურსში. მე თვითონ მაქვს მონაწილეობა მიღებული ამ კონკურსში 35 წლის წინ. მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი ავითარებს ახალი თაობის უნარებსა და შესაძლებლობებს, აჩენს მათ ნიჭს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ხდება განათლების ხელშეწყობა და ამიტომ მიხარია, რომ ვართ მხარდამჭერები“,-განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა. საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა ახალგაზრდამ საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.
®
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)