|
2018-03-28 16:36:33, 1706 ნახვა
სამართალი
დოკუმენტში, რომელიც ბრიტანეთმა რუსი დიპლომატების გაძევებამდე მოამზადა, საქართველოც არის ნახსენები
რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც მოსკოვში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოში უცხო ქვეყნების დიპლომატებს 22 მარტს, რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებამდე ოთხი დღით ადრე წარუდგინეს. როგორც დოკუმენტის პრეზენტაციაზე ითქვა, ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რუსეთია დამნაშავე. რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ ჰანტსმანი აცხადებს, რომ სწორედ ამ დოკუმენტმა უბიძგა ბრიტანეთის მოკავშირე სხვა ქვეყნებს, რუსი დიპლომატები გაეძევებინათ. დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები. კერძოდ, მეოთხე გვერდზე, ჩამოთვლილია კრემლის მტრული მოქმედებების მაგალითები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. სიაში რუსეთის ქმედებების სულ 12 მაგალითია მოყვანილი: ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, კიბერშეტევა ესტონეთზე, საქართველოში ინტერვენცია, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის დესტაბილიზაცია, დონბასში MH17-ის ჩამოგდება, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმა, გერმანიაში დეზინფორმაციული კამპანია, დანიის თავდაცვის სამინისტროზე ჰაკერული თავდასხმა, 2016 წლის ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში, 2017 წლის ივნისში კიბერშეტევა Not Petya და ბოლოს -სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობა. დოკუმენტი იხილეთ ბმულზე: https://www.kommersant.ru/docs/2018/UK_Briefing.pdf ცნობისთვის, რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის გამო, ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა ჯამში 140-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)