|
2015-01-18 14:39:12, 1826 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობის ფონდი 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას მართავს
სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. დღესვე ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართება. ამოქმედებიდან დღემდე, სოლიდარობის ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ამასთანავე ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც მიკრო-ფილანტროპიის, ანუ მცირე ქველმოქმედების საშუალებით ფონდში ხდება რეგულარულად დონაციების მობილიზება. „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცემა 24 საჯარო უწყებას - როგორც ცენტრალურ სამინისტროებს, ასევე ცალკეულ სამსახურებს, რწმუნებულის აპარატებს, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლები სრული (100%) შემადგენლობით მონაწილეობენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში, ან ყოველთვიურად ყველაზე მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე მაღალ დონაციებს უზრუნველყოფენ. „სოლიდარობის ჯილდო“ სხვადასხვა რეიტინგული პარამეტრებით გადაეცემა 16 კერძო კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფონდის ამოქმედების პირველივე წელს შემოუერთდნენ ეროვნული სოლიდარობის წამოწყებას ან მჭიდროდ თანამშრომლობენ სოლიდარობის ფონდთან ონკოლოგიის სფეროში. ღონისძიებაზე ასევე მოხდება მადლობის სერთიფიკატების გადაცემა 43 საჯარო უწყებისა და სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებისა და „დამკვირვებლებისათვის“ 2014 წელს გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. დღესვე გაიმართება „სოლიდარობის ფონდის“ ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ სურვილის შემთხვევაში ონლაინ გადარიცხვებით დაეხმარნონ ფონდში შემოსული განცხადებების მიხედვით კონკრეტულ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს. სოლიდარობის ფონდი საზოგადოებას საქმიანობის ანგარიშს მუდმივად წარუდგენს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)