|
2018-03-28 11:03:54, 1742 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიმდინარეობა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის დროს განხილული იყო „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მიმდინარეობა. აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის. GENIE-ს პროექტი 40 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობას გულისხმობს. მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან. შეხვედრას, პროექტის მენეჯმენტის გარდა, ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სექტორის მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მარიალისა მოტა. ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას. პროექტი GENIE მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიას სამუშაო ადგილების ზრდის და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)