|
2018-03-27 19:05:06, 1746 ნახვა
ეკონომიკა
„სილქნეტმა“ „ჯეოსელის“ შეძენის დასრულებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად, რომლის ღირებულებამაც 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, კომპანია „სილქნეტი“ ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებულ სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის“ მობილურ სერვისთან გააერთიანებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაერთიანებული კომპანია მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისის უფრო ფართო არჩევანს და საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე გაზრდილ წვდომას უზრუნველყოფს. სილქნეტის მიერ ჯეოსელის შეძენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმდინარე წლის 13 მარტს დაეთანხმა. გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით „თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო. „მნიშვნელოვანი გარიგება იყო არამარტო „სილქნეტისთვის“ არამედ, მთლიანად ეკონომიკისათვის. მნიშვნელოვანი იყო და უპრეცედენტო ქართული საბანკო სექტორისათვის. ამ გარიგებაში მონაწილეობდა 9 ქართული ბანკი და ამის აღიშვნა არის აუცილებელი. აქ საკრედიტო რესურსის მიწოდებაზეა საუბარი და ჩვენ 133 მილიონის ფარგლებში დავაფინანსეთ ეს გარიგება“, - ვახტანგ ბუცხრიკიძემ. პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა დიმიტრი ქუსიშვილმაც მიმართა. მან „თიბისი ბანკს“ ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია ბაზრისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას შეძლებს. „მე ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე დიდი გარიგება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ოდესმე მომხდარა და რა თქმა უნდა თავისი შინაარსით ეს არის წამახალისებელი კონკურენციის. ჩვენ ვართ დაწმუნებულები რომ გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია შეძლებს ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ბაზრისათვის რაც თავის მხრივ გამოიწვევს მომსახურეობის ხარისხის გაზრდას. ხოლო კონკურენცია თავის მხრივ ახალი პროექტების გაჩენას ბაზარზე. რა თქმა უნდა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამხელა ტრანზაქცია ვერ მოხდებოდა და ჩვენ გვერდით არის „თიბისი“ ბანკი, რომელსაც მე კომპანიის სახელითაც დ მთავრობის სახელითაც მინდა მადლობა გადავუხადო აღნიშნული გარიგების სტრუქტურიზებისათვის. ვინაიდან ზოგადად ასეთი გარიგებები მარტივი არ არის დასასტრუქურირებლად“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება. „სილქნეტი“ უკვე გაერთიანებული აქტივებით იწყებს ოპერირებას ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი და მაღალი კლასის მომსახურება. კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. ამის წინაპირობა საქართველოს მთავრობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელესაკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე თანასწორი, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, განახლებული კომპანია მეტ სიკეთეს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ მომხმარებელს“ ,–განცხადა გიორგი რამიშვილმა. პროცესის მიმდინარეობისას საერთაშორისო კომპანიებმა „ჰულიჰან ლოკიმ“ და „ერნჰოლმ ჰასკელმა“ „სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს, ხოლო კომპანია „დენტონსი“ იურიდიული მრჩეველი იყო. პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ KPMG და წამყვანი გლობალური სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Orange-ის შვილობილი საკონსულტაციო კომპანია „სოფრეკომი“ (Sofrecom). თავად „სილქნეტი“ 2014 წლიდან Orange Aliance-ის წევრია, რაც მას მოწინავე ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან წვდომას აძლევს.
(R)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)