|
2018-03-27 17:23:40, 921 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოში ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის" მასპინძლობით, თბილისში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის სამუშაო ჯგუფის (GASP-SG) შეხვედრა იმართება. ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ოფიციალურად დღეს გაიხსნა. შეხვედრაზე ICAO-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საუდის არაბეთის, მოლდოვის და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა, აგრეთვე, საავიაციო ინდუსტრიის ექსპერტებმა იმსჯელეს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით ქვეყნებისა და რეგიონებისთვის დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებზე, საავიაციო უსაფრთხოების დონის განსაზღვრის ძირითად ინდიკატორებზე, დარგის მიმდინარე და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტებზე. ორ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეებს გააცნონ საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესების და საჰაერო ნაკადების მართვის მოდერნიზების კუთხით საქართველოში მიღწეული პროგრესი. ICAO-ს სამდივნოს ეგიდით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანს, საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის (GASP, Doc 10004) ახალი, 2020-2022 წლების გამოცემის შემუშავება წარმოადგენს. 2017 წლიდან, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების ექსპერტებთან ერთად, აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს წარმომადგენელი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან კარანაძე. 2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.76%-იანი შედეგი აჩვენა. მიმდინარე წლის 13-20 მარტს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებული აუდიტის წინასწარი შედეგებით კი, ქვეყნის საერთო მაჩვენებელი 87.50%-მდე გაიზრდება. ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და ღონისძიების მასპინძლობა წარმოადგენს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მიერ დასახული კურსის კიდევ ერთ აღიარებას საერთაშორისო დონეზე.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)