|
2018-03-24 13:59:30, 846 ნახვა
რეგიონი
დე-ფაქტო საგარეო უწყება: ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის მხარედ მოხსენიება სამწუხარო და შეურაცხმყოფელია
„ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის საქართველოს მხარედ მოხსენიება სამწუხაროა“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც დე-ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, მათთვის გაუგებარია, რატომ მოიხსენია ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში. "ბელარუსის მეთაურისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არ არის საქართველოს მხარე და 2008 წლის ომის დროს, რუსეთმა მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღიარა. აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ ხასიათს ეფუძნება. აფხაზეთის რესპუბლიკა ურთიერთობებს ამყარებს გაერო-ს სხვა წევრ ქვეყნებთანაც. აფხაზეთს ყოველწლიურად მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, მათ შორის, ბალარუსის მოქალაქეები, რომლებისთვისაც უვიზო მიმოსვლაა დაწესებული. ამიტომ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი "რაღაც გაუგებრობად" იქცა არ შეიძლება გასაკვირი არ იყოს. რუსეთის მოკავშირე ქვეყნის ლიდერს მსგავსი განცხადებების გაჟღერება არ შეეფერება, ის აფხაზეთის რესპუბლიკას შეურაცხყოფას აყენებს", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას, ალექსანდრე ლუკაშენკომ სოხუმში ვიზიტი გაიხსენა და მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იქ ჩასვლა არავისთვისაა შესაძლებელი. ,,თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად... ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ თრთოლვით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და ქართველი ხალხის სტუმართმეოყვარეობას გაუსვა ხაზი.
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)