|
2018-03-23 21:07:17, 1775 ნახვა
კომენტარი
სუბარი : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება,- ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. სუბარის თქმით, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება, რაზეც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა აქვს. "კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტკივილი. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი, ისევე, როგორც ოკუპაციის ნებისმიერი მსხვერპლი. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება, როდესაც ოკუპანტი გახდება იძულებული, რომ კავკასიის ქედს იქით გადავიდეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ამისთვის საჭიროა ბევრი ვიშრომოთ, რათა გვქონდეს ძალიან მტკიცე პოზიცია, ძლიერი საქართველო ავაშენოთ. ჩვენი მთავარი მომხრე, ამ შემთხვევაში, არის ჩვენი დემოკრატიული მხარდაჭრა და ჩვენი მოკავშირეები დასავლეთში", - განაცხადა სუბარმა. შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)