|
2018-03-23 14:10:44, 1516 ნახვა
სამართალი
ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს. ქართველ სამართალდამცველებს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვთ და თანამშრომლობენ ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ასევე, ევროპის ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების მუშაობას. ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შედეგია რამდენიმე დღის წინ მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაციაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ მადრიდში დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული საქმის ინიციატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალური დაჯგუფების და მისი საქმიანობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)