|
2018-03-22 18:17:56, 2708 ნახვა
სამართალი
„ქართული მარშის“ 2 აქტივისტს ბრალი დაუმძიმდა
„ქართული მარშის“ 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარის გამო, ლუკა ნაცვლიშვილს 293-ე (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 187-ე (ნივთის დაზიანება), ხოლო გიორგი ონიანს 293-ე და 126-ე (ძალადობა) მუხლების დარღვევა ედება ბრალად. რაც შეეხება დანარჩენ აქტივისტებს: ლადო სადღობელაშვილს, მიხეილ ამისულაშვილსა და ირაკლი დოლენჯაშვილს ბრალი 239–ე მუხლით აქვთ წარდგენილი. შეგახსნებთ, გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე", - განაცხადა გაბუნიამ. აღნიშნულის გამო, 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)