|
2018-03-22 17:33:04, 1991 ნახვა
სამართალი
„ქართული მარშის“ წევრებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
თბილისის მთავარ სამმართველოში ”ქართული მარშის” წევრებს ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ქართული მარშის წევრებს: მ.ა.-ს, ვ.ს.-ს, ი.დ.-ს, გ.ო.-ს, ლ.ნ.-ს, და ბ.რ-ს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობას ხვალ მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან 19 მარტს ადმინისტრაციული წესით „ქართული მარშის“ 6 წევრი დააკავეს, მათ შორს მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. „დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)