06:58 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 16:37:02, 1822 ნახვა

სამართალი
შსს-მ წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას ახორციელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან - თამარ გვარამაძესთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან  - გიორგი მოსაშვილთან ერთად, წალკაში,  დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი დაათვალიერა.

რეაბილიტირებული იზოლატორი სრულად შეესაბამება დროებითი მოთავსების იზოლატორების

შესახებ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებს. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

წალკის იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და  თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა,   მოწესრიგდა ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემა.   ასევე, მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, სადაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. შენობის პერიმეტრი სრულად კონტროლდება სამეთვალყურეო კამერების საშუალებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის ბოლომდე,  დროებითი მოთავსების კიდევ 6 იზოლატორის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებას გეგმავს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics