14:14 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 10:21:33, 1850 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესი საქართველოს 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების 2018 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის 105 მილიონია გამოყოფილი, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ამ თანხით ამერიკა საქართველოს ეხმარება. ასევე დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. აშშ-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"საქართველოს დახმარების სახით გამოეყოს სულ მცირე 105 325 000 დოლარი. რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულ არასტაბილურობასთან დაკავშირებით, კანონპროექტი უკრაინისა და საქართველოს დაფინანსებას ზრდის", - ნათქვამია დოკუმენტში. 

ასევე აშშ საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.

ცნობისთვის, საქართველოსთან ერთად დახმარებას მიიღებს უკრაინაც, რომელიც 420 მილიონით განისაზღვრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics