|
2018-03-21 22:29:23, 1549 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: შეურაცხყოფილი ვარ, როცა მესმის, რომ თურმე ქრისტიანობა მეორესთვის თავის გატეხვის რელიგიაა
„ჩემთვის ყველაზე წმინდას შეურაცხყოფაა, როდესაც ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ ქრისტეს სახელით ამას თავში უნდა ჩავარტყათ, იმას ყური უნდა მოვაჭრათ და ვაგინოთ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ „ქართული მარშის“ წევრების მიერ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება ერთმანეთს გრძნობების გამოხატვა ავუკრძალოთ: „დღევანდელი რეალობიდან ბევრად უფრო ნათელია მიზანია, რომ იქნებ მრევლი იყოს ცოტა უფრო მეტად შემწყნარებლური და არ გამოხატავდეს ქრისტიანობას აგრესიული თავდასხმების ფორმით. კი არ ავუკრძალოთ ერთმანეთს გრძნობების გამოხატვა, არამედ ვასწავლოთ საზოგადოებას როგორ ცივილიზებულად იურთიერთონ ერთმანეთთან. შეურაცხყოფაზე თუ ვსაუბრობთ, მე სულ შეურაცხყოფილი ვარ, როცა მესმის, რომ თურმე ქრისტიანობა არის მეორისთვის თავის გატეხვის რელიგია. შეურცხყოფილი ვარ, როცა მესმის, რომ ქართველობა არაქართველის განდევნას ნიშნავს. ჩემი ყველაზე წმინდა გრძნობებია ქართველობაც და ქრისტიანობაც. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ ქრისტეს სახელით ამას თავში უნდა ჩავარტყათ და იმას ყური უნდა მოვაჭრათ და იმას უნდა ვაგინოთ, ეს ჩემთვის ყველაზე წმინდას შეურაცხყოფაა, მაგრამ არასდროს არ მითქვამს, რომ ამის გამო ვინმე უნდა იქნას დასჯილი. სხვათა შორის საზოგადოებამაც და სასულიერო პირებმაც ძალიან ადეკვატურად გამოხატეს თავისი პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსნებთ, გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე", - განაცხადა გაბუნიამ. აღნიშნულის გამო, 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)