|
2018-03-21 11:26:08, 1657 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგოროც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაში რ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, ქ. ბათუმში, ტაოს ქუჩის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე, რ.ზ.-მ პირადი უთანხმოების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ზ.-ს და რ.ზ.-ს, ხოლო გასაშველებლად მისულ ბ.ა.-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული ბ.ა. სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ზ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში 2017 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ რ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვვამია პროკურატურის განცხადებაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)