|
2018-03-20 20:25:22, 1551 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: RMG-ს მიერ ტერიტორიის შეძენა და კომპანიის საქმიანობა ორი სხვადასხვა რამაა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „არ ემ ჯი გოლდის“ საქმიანობა და აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ დმანისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის აღება, სხვადასხვა რამეა. მინისტრის განცხადებით, ტერიტორიის შეძენის შემდეგ, საქმიანობა როგორ წარიმართება, ამას თავისი წესები აქვს. „ტერიტორიის შეძენა და საქმიანობა არის ორი სხვადასხვა რამ. შეძენის შემდეგ საქმიანობა როგორ წარიმართება, ამას აქვს თავისი, კანონმდებლობით გაწერილი წესები აქვს. ამ წესების ნაწილში, ნებართვას მათ შორის ეკოლოგიური და გარემოზე ზემოქმედების, ჩვენი სამინისტრო გასცემს, რასაც თავისი პირობები და წესები აქვს. ამ თემაზე მას შემდეგ ვიმსჯელოთ, როდესაც ჩვენთან იქნება მიმართვა ნებართვაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კომპანიის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არ ემ ჯის“ მიმართ უწყებას არაერთი შენიშვნა აქვს. „რაც შეეხება ამჟამინდელ და წარსულ საქმიანობას, ორი ტიპის პრობლემაა – ერთი მიმდინარე საქმიანობის პროცესში გარემოს დაცვითი ნებართვის ნაწილში გარკვეული დარღვევებია, რომელზეც რეაგირება გარემოს დაცვის დეპარტამენტს ჰქონდა; მეორე წარსული ზიანია გარემოზე, რომლის გამოსწორებაც არის ჩვენი მიზანი. ესეც კომპლექსური საკითხია და ჩვენი კანონმდებლობა დღეს ისეთი მოწყობის არის, რომ არ გვაძლევს შესაძლებლობას რეალური ადეკვატური პასუხი გავცეთ გამოწვევებსა და პრობლემებზე“, – განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს. „ამ საკანონმდებლო ინიციატივით მალე წარვსდგებით პარლამენტში იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ზიანის გამოსწორება ევროპული დირექტივების შესაბამისად მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა. დმანისში 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე ელექტრონული აუქციონი ამ დრომდე გრძელდება. ნაკვეთის საწყისი ფასი აუქციონზე 15 ათას ლარს შეადგენდა და აუქციონის მიმდინარეობისას უკვე 600 ათას ლარს აჭარბებს. აუქციონში სამი პრეტენდენტი მონაწილეობს, მათ შორისაა „არ ემ ჯი გოლდი“ და „დმანისის გადარჩენის ფონდი“, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია ერთიანდება. მესამე პრეტენდენტი უცნობია.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)