|
2018-03-20 18:01:26, 1917 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევაში მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ კარასინმა "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, პროგრესი ამ კუთხით წინა შეხვედრაზე იყო მიღწეული, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გაიმართა. დიპლომატმა დასძინა, რომ დეკლარაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება. "ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ, რომ ერთმანეთთან მიმართებაში ძალას არ გამოიყენებენ. ასეთ დეკლარაციას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ემოციური ნაბიჯი იქნება. მხარეები აჩვენებენ, საკუთარ განზრახვებს ყველა საკითხი რეგიონში მშვიდობიანი გზით მოაგვარონ“, - აღნიშნა კარასინმა.
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)