06:45 - 03 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 15:56:46, 624 ნახვა

რეგიონი
დავითაშვილი: აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად გავაკეთებთ მაქსიმალურს, რათა მივიღოთ მინიმალური ზარალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და პარლამენტის აგრარულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულიფურში ფერმერებთან შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისიწინებული ღონისძიებების  მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. 

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მავნებელთან ბრძოლა მარტივი არ იქნება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, რათა დროულად მოხდეს მავნებლის გავრცელების რეგულირება. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შესაბამისად, ყველა რესურსია მობილიზებული, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. 

გახსნილია საკოორდინაციო შტაბები, მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ე.წ. დამჭერის, ფერომონის განთავსება მოხდება.

ფერმერებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას  სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics