06:08 - 01 Nov, 2026
|
2018-03-19 09:23:12, 1733 ნახვა
სამართალი
შუახევში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიების შედეგად, ხე ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, მეორე მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს კი ვადა ჰქონდა გასული, რაც ასევე ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევას წარმოადგენს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)