|
2018-03-17 13:08:31, 1419 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ღუდუშაურის კლინიკაში მყოფ ყველა პაციენტს პირადად ვესაუბრე და ყველა მათგანი კონტაქტურია
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში გუდაურში დაშავებული პაციენტები მოინახულა. მისი თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტს პირადად ესაუბრა და ყველა მათგანი კონტაქტურია, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ოლეგ ვიტროკი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ დაბრუნდა გუდაურში სასრიალოდ. „პირველ რიგში, კარგი ამბით მინდა დავიწყო - დღეს დილით ადრე ოლეგ ვიტროკი გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ გუდაურში დაბრუნდა სასრიალოდ, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დაკვირვების მერე ექიმები ოთხ პაციენტს გაწერენ და სახლში გამგზავრების უფლებას მისცემენ. რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და ექიმები აფასებენ ვითარებას, რამდენად არის შესაძლებელი მის ტრანსპორტირება. პაციენტთა განცხადებით, კარგი ზრუნვის მიუხედავად, მათ სახლში დაბრუნების სურვილი აქვთ. რაც შეეხება უკრაინელ ქალბატონს, რომელიც ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მინისტრის განცხადებით, ის კონტაქტურია, თუმცა მნიშვნელოვანი ჩარევა კვლავ საჭიროა. ამასთან, გუშინ საავადმყოფოდან უკვე გაეწერა ორი პაციენტი, რომლებიც სამშობლოში გაფრინდნენ. „რაც შეეხება ორსულ ქალბატონს, ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი კარგად არის, ნაყოფის გულისცემა ისმინება და დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ყველაფერი კარგად დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში", ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველად და ყველა სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)