|
2018-03-16 19:03:01, 2153 ნახვა
სამართალი
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნეს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ჩადენაში ბრალდებულები ვ.მ. და თ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევმა ვ.მ.-მ და თ.შ.-მ, 2017 წლის 6 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი დოკუმენტების წარდგენით სცადეს ეგვიპტის მოქალაქის კუთვნილი, 451 220 ლარად ღირებული, ქ.თბილისში მდებარე 2215 კვ/მ მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლება. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულებმა განზრახვის განხორციელება ვერ შეძლეს. თ.შ. 2017 წელის 16 ივნისს, ხოლო ვ. მ. 2017 წლის 29 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. ვ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, თ.შ.-ს კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით). რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.მ.-ს 7 წლით, ხოლო თ.შ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)