14:24 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 10:35:11, 1578 ნახვა

კომენტარი
იანოშ ჰერმანი სკრიპალის საქმეზე: გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხში სრულიად სოლიდარულები ვართ

„გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხში სრულიად სოლიდარულები ვართ“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დიდ ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,ბევრი სფეროა,სადაც ევროკავშირისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

"იცით, რომ  სოლიდარულები ვართ გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით. მესმის,  რომ არის გარკვეული საკითხები რუსეთთან ურთიერთობებში, ბევრი სფეროა, სადაც ჩვენი პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს.არსებოს საკითხები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს შორის უთანხმოების მიზეზია.გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხში სრულიად სოლიდარულები ვართ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეგახსენებთ, 4 მარტს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მომხდარში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.

პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics