|
2018-03-15 17:30:31, 2806 ნახვა
სამართალი
გენინსპექციამ ნეფარიძის შვილისა და მისი ადვოკატის ინფორმაციის საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
მთავარი პროკურატურა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზურაბ ნეფარიძის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გამოძიება გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. ასევე ბრალდებულია მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელი ა.მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების და გამოძალვით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული მეუღლის დის - ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხი თანამშრომლისგან, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებისგან ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს, რაშიც დახმარებას უწევდა მისი შვილი. ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულ იქნა ათეულობით მოწმე, ჩატარდა საბუღალტრო რევიზიები, დაკავებულების პირადი და მათი ოფისების ჩხრეკა. ბანკებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჩარიცხული თანხების ოდენობასა და მათი მოძრაობის შესახებ. ასევე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული იქნა ზ.ნ.-ს და ა.მ.-ს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საგამოძიებო უწყებაში ირწმუნებიან, რომ ზურაბ ნეფარიძისა და მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელის ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს. რაც შეეხება დღეს მედიასივრცეში ადვოკატის და ბრალდებულ ზურაბ ნეფარიძის შვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)