|
2018-03-15 15:19:38, 1879 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - სკრიპალის საქმეზე მიხეილ ჯანელიძის განცხადება ორაზროვანი და არაკომპეტენტურია
„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადება ორაზროვანი და არაკომპეტენტურია. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და საპარლამენტო უმცირესობა გამოხატავს შეშფოთებას საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მიერ დიდ ბრიტანეთში რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ქიმიური იარაღით მოწამვლის შესახებ ტვიტერზე გაკეთებული ორაზროვანი განცხადების გამო. მაშინ როცა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ, მინისტრი ჯანელიძე, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „სიმართლის დადგენის" აუცილებლობაზე საუბრობს. ამგვარი განცხადება როგორც მინიმუმ არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ამასთან, პარტიაში მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა. „რაშიც არანაირად არ ჯდება პრემიერ-მინისტრის კაპიტულანტური მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი აპირებს „მაგნიტსკის სიის" საკუთარი ვერსიის მიღებას რომელშიც რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი კონკრეტული პიროვნებების მიმართ გატარდება მკაცრი პერსონალური სანქციები. ამ ფონზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს და დიდი იმედი გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება“, - აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“. გარდა ამისა, პარტია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს. „ამავე დროს, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მომავალ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უკვე დაბარებული გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც კანონის თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლბერიში სერგეი სკრიპალზე თავდასხმას გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და სამართლიანობის სწრაფვაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)