|
2018-03-14 19:56:47, 1807 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი - Check in Georgia გარე და შიდა ტურიზმის ზრდას ხელს შეუწყობს
„Check in Georgia უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia -ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, წლევანდელი Check in Georgia პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის დიდ ქალაქებს და თითქმის ყველა რეგიონს. „სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ყველა კუთხე უმასპინძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გამოცოცხლების მხრივ. ეს იქნება კონცერტებისა და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანაა, გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, ჩვენი ქვეყანა რეგიონის კულტურულ ცენტრად აქციოს და გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავლები და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს. „ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებული, ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია Check-in Georgia-ს პროექტიც", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმიდან 2 მილიარდ 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 27%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. ამასთან, მხოლოდ იანვარ-თებერვალში საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.2%-ია. მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 130 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 134,870-ს შეადგენს. მხოლოდ თებერვალში საქართველოს 440,806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8%-ია. Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა. „ჩექინს" შემოუერთდნენ ოუფენ ეარი, 4 GB და ა.შ. Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)