|
2018-03-14 18:00:57, 1465 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს კაპიტალი“ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“, სამომავლო გეგმების შესახებ ღონისძიება გამართა. საინვესტიციო კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილონი აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო თანხებს შორის, არის 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“ წარმატებით განათავსა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა. „საქართველოს კაპიტალი“ მოზიდული თანხების ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში განხორციელებს. მიზანი კი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაც კონკრეტული კომპანიები ოპერირებენ. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ მოზიდულ ინვესტიციას განახორციელებს - საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის განვითარებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი დეველოპერული კომპანია “m2”-ი ააშენებს და გახსნის 10 სასტუმროს. მათ შორის იქნება, როგორც 3 ვარსკვლავიანი, ასევე მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის მქონე სასტუმროები. სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამურო კურორტებზე. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ინვესტიციებს განახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. დაგეგმილია რამდენიმე ე.წ უბნის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართთან ერთად, იქნება უბნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც: ბაღი, სკოლა, საცურაო აუზი, პარკი, სავაჭრო ცენტრი და საოფისე ფართი. ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის განსავითარებლად. გაიზრდება და გაფართოვდება ღვინის წარმოება, რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით. „საქართველოს ბანკმა 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა. ეს დაფინანსება ჩვენი საინვესტიციო გეგმის ნაწილია, ჩვენ დამტკიცებული გვაქვს ნახევარი მილიარდი დოლარის პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში. პროექტები განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით. გვსურს, რომ 10 სასტუმრო ავაშენოთ შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში- 1000 ნომერზე მეტი. ასევე გვაქვს დამტკიცებული 250 მეგავატის ჰესების და ქარის ენერგიის მშენებლობა. აგრეთვე, თანხები გვაქვს გამოყოფილი მეღვინეობის განვითარებისთვის და წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით“,-განუცხადა ჟურნალისტებს საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ შვილობილი კომპანიების ჩართულობით (GGU), ინვესტიციებს განახორციელებს: განახლებადი ენერგიის ბიზნესშიც, მათ შორის ახალი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში, სადაც ჯამში 119 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა დაიხარჯება. ინვესტიციები განხორციელდება, კომუნალური ბიზნესის რეაბილიტაციის მიზნითაც, ინვესტიციების შედეგად მოხდება - გარდაბნის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. ასევე, კომუნალური მიმართულებით, განახლდება და განვითარდება ინფრასტრუქტურა.
(R)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)