23:24 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 16:31:45, 1590 ნახვა

კომენტარი
იან კელი: მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, ჟენევის ფორმატისადმი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებას დადებითად აფასებს.

ამის შესახებ ელჩმა Facebook-ში ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

"ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ჟენევას ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება - შეწყდეს ე.წ. ბორდერიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ასე შემდეგ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა მოსახლეობამ ვერ დავინახეთ. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ. ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს“, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
ალიევის რეჟიმის მუქარა საქართველოს- არაა რეკომენდებული, რომ საპატრიარქო სომხეთის ეკლესიის გზას გაყვეს
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics