|
2018-03-14 11:37:40, 1475 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვყავს, მაგრამ გზა, რომელსაც ვადგავართ, თანდათანობით შედეგს მოიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებს 2017 წელს საქართველოში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს 16.2 პროცენტით აღემატება. კვირიკაშვილის თქმით, 2017 წელს უცხოური ინვესტიციების ზრდა შთამბეჭდავია, რაც პოზიტიურად აისახება დასაქმების ზრდაზე: "2017 წლის უცხოური ინვესტიციების პირდაპირ ზრდასთან დაკავშირებით, მინდა, გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის დეპარტამენტის სამსახურის მიერ. ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს. ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა. ანუ 260 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით. ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 39%-იანი ზრდა არის, ანუ 315 მილიონი დოლარი ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო პოზიტიურად აისახება წლევანდელი ექსპორტის და დასაქმების ზრდაზე. რეინვესტირების მაჩვენებლის 130%-იანი ზრდა გვქონდა, რაც არის მართლაც და უპრეცედენტო მაჩვენებელი. ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის რეფორმის, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს დავიწყეთ. სწორედ მოგების გადასახადის გაუქმებამ და გაუნაწილებელი მოგების გაუქმებამ მოგვიტანა ეს სახარბიელო შედეგი. ეს ტენდენცია აუცილებალდ აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვენებელზე. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ თვითმკმაყოფილებაში, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებალდ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე", - განაცხადა პრემიერმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)