|
2018-03-14 10:58:50, 1900 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ირაკლი პაპავამ აღნიშნა, ის ამ დრომდე რეანიმაციაშია და მართვით სუნთქვაზე იყოფება. "ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა, ფილტვის ქსოვილის დაზიანებით. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა", - განაცხადა პაპავამ. ექიმის ინფორმაციით, კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 პირი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული ი.გ. 1990 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1982 წელს დაბადებული მ.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 – 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)