|
2018-03-13 12:40:46, 1419 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს შეხვდება
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეებს - ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს უახლოეს მომავალში შეხვდება. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ ეტაპზე შეხვედრისთვის კონკრეტულ თარიღს ათანხმებენ. „ასევე ველოდები, გამოძიებამ მუშაობა დაასრულოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ თუნდაც ოჯახის წევრებთან გაატარონ. მომავალ კვირაში კონკრეტულ თარიღზე შევთანხმდებით. მე ვაპირებ ჩავიდე წილკანში, შევხვდე მათ და მივიღო მათგან ინფორმაცია“, - განაცხა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა: „პოლიტიკურად ვერ შევაფასებ, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომლიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, პასუხიმგებლობა ეკისრება სწორედ რუსეთის ფედერაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ხელში უჩინარდებიან ან კვდებიან საქართველოს მოქალაქეები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა აღნიშნულ შემთხვევებში პასუხიმგებლობა რუსეთს ეკისრება“,- განაცხადა ლომჯარიამ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)