13:49 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 20:12:49, 2077 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არტურ რასიზადემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია და მისასალმებელია ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა. 

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე და განიხილეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს სტაბილურობის შენარჩუნებისა და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ღირსეულად აღინიშნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics