|
2015-05-18 17:05:13, 701 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ „დირსის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური იპოთეკური სესხი შეიმუშავა
საცხოვრებელ კომპლექსში „დირსი“ ბინების შეძენის მსურველებს დღეიდან თიბისი ბანკი სპეციალური პირობებით სთავაზობს სესხს: მხოლოდ 15%-იანი თანადაფინანსება, გადახდის გრძელვადიანი გრაფიკი და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი - ეს ყველაფერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ბინა „დირსის“ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პირობებით. დღეს საერთაშორისო დეველოპერული ჰოლდინგის „AS Group Investment“-ის შვილობილ კომპანიას „AS Georgia“-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის „დირსი“ შესახებ. ახალი პირობები უფრო ხელმისაწვდომს ხდის ამიერკავკასიაში უმსხვილეს საცხოვრებელ კომპლექსში დასრულებული ბინების შეძენის შესაძლებლობას. ამასთან ერთად, ჰოლიდინგმა „AS Group Investment“-ი მომავალი მობინადრეებისთვის რამდენიმე მომგებიანი შემოთავაზება შეიმუშავა. კერძოდ, დღეიდან, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებისთვის მოქმედებს ორი შეთავაზება: 2 ან 3 ოთახიანი ბინის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფიქსირებული კურსი 1 USD = 2.0 GEL, რაც საკმაოდ მომგებიანი კურსია ლარის არსებულ ნიშნულთან მიმართებაში. გარდა ამისა, ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ივლისის ბოლომდე შეიძენს 3 ოთახიანი ბინას, საჩუქრად გადსაეცემა ავტომობილი Nissan Sunny-ს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)