00:27 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 13:29:23, 1783 ნახვა

ეკონომიკა
2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წელს  ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. 

მეორე ადგილზეა საფინანსო - 304.3 მლნ. აშშ დოლარით (16.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორები 294.6 მლნ. აშშ დოლარით (15.8 პროცენტი). 
 
„საქსტატის" ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა (25.9 პროცენტი - 482.1 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი - 279.0 მლნ აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი - 250.4 მლნ აშშ დოლარი).
 
„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. 

მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ოპერირებისა და ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics