22:30 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 12:39:05, 1459 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი ფუჭი გასროლასავით არ უნდა იყოს

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი ფუჭი გასროლასავით არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხელისუფლების მხარეს არსებობს თანხმობა, თუმცა რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს ფუჭი გასროლა. უნდა იყოს საქმიანი. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სანქციებთან სანქციების ნაწილთან დაკავშირებით არის ბევრი სპეკულაცია. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რაც შეეხება საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასე რომ ამ საკითხთან ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ფეთქებადსაშიშია და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების პროცესის ნაწილია საქართველოში არსებული ვითარება. ამას უნდა შეფასება და გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია და სტრატეგია აქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics