21:42 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 18:25:09, 1577 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი - ბიბილოვის განცხადება არის ცინიზმი, გარდაცვლილის ოჯახის შეურაცხყოფა და თავხედობა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხე, ოკუპირებული სამხრეთო ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადება ცინიზმი და საქართველოს მიმართ გამოვლენილი თავხედობაა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აუცილებელია სახელმწიფომ ამ ყველაფერს მტკიცე პოზიცია დაუპირისპიროს და სანქციების პაკეტი მიიღოს, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულების პრევენცია მოხდეს.

„საოკუპაციო რეჟიმის ამ წარმომადგენლის განცხადება არის ცინიზმი, შეურაცხყოფა გარდაცვლილის ოჯახის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი თავხედობა. ჩვენი ამოცანაა და მტკიცე პოზიციაა, იმისათვის, რომ მომავალში მოვახდინოთ მსგავსი დანაშაულის პრევენცია, აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ, ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ბიბილოვმა დღეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics