|
2018-03-07 15:31:12, 2387 ნახვა
სამართალი
ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ
1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს: „საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდის და დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა (ოჯახური დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. ამ კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებენ პროკურორები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, შიდა კანონმდებლობისა და ფსიქოლოგიის კუთხით. ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა. პროკურატურის მიერ ორგანიზებული პროექტების - ,,ადგილობრივი საბჭოს" და ,,საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოძალადეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. პროკურორთა სპეციალიზაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისკენ“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)