|
2018-03-07 14:00:32, 1960 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: საქართველოს ციხეში თუ ჩამსვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა
საქართველოს ციხეში თუ ჩამსვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცე,ა Meduza.io-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელუსუფლებას მისი ექსტრადირება არ სურს. „მე ვთქვი, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება ჩემს ექსტრადირებას მოახდენდა და იქ ციხეში ჩამსვამდნენ, საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს უფლება არ მისცა ჩემი საქართველოში გაგზავნის. ვიქნებოდი ძალიან შეწუხებული, უკრაინაში და საქართველოში მოქმედი ხელისუფლებებისთვის მისაღები, რომ ვყოფილიყავი. საქართველოს ხელისუფლება სიამოვნებით ჩამსვავდა ციხეში, თუმცა ამას არ აკეთებს. მათ არ სჯერათ, რომ ჩემი ციხეში შეკავება შესაძლებელი იქნება. მათ იციან, რომ დიდი მხარდაჭერა მაქვს და ციხეში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში თუ გავჩერდებოდი. ამის შემდეგ თვითონ ამოყოფდნენ ციხეში თავს", - განაცხადა სააკაშვილმა. რაც შეეხება უკრაინის განვითარების გეგმას, სააკაშვილის თქით, ქვეყანა უნდა გახდეს წარმატებული, რათა რუსეთის აგრესიას აღუდგეს წინ. "წარმატებული უკრაინის გარეშე, წარმატებული საქართველო ვერ იარსებებს. როცა უკრაინა იქნება წარმატებული, ეს მთელ რეგიონზე აისახება. როდესაც პუტინი საქართველოსა და უკრაინაში თავის აგრესიას ავრცელებს, მხოლოდ წარმატებულ უკრაინას შეუძლია მისი შეკავება - არა პატარა საქართველოს, ან პატარა მოლდოვას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)