20:56 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 13:24:45, 1514 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი: ევროპარლამენტარებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი დაუჭირეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა,  დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა.

”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი უკვე დაუჭირეს იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც „მაგნიტსკის სიაზე“ იმუშავეს. დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა და „ქართული ოცნება“ ამას არ აპირებს. ამ სიის შემუშავებაზე უარის თქმა იქნება საზიანო და უდიდესი შეცდომა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მტერს, რომელიც გაიტაცებს და აწამებს საქართველოს მოქალაქეებს, უნდა ესმოდეს რომ ისინი ვერ მოახერხებენ გაიხარონ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა”, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც "ევროპული საქართველო" მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს წარადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics