20:57 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 12:41:11, 1388 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძია

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე, ამიტომაც საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში”, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში, თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის მდგრადობის უზრუნველყოფა. 

„მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალეობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. ვფიქრობ არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა - როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება. მზად ვართ  მონაწილეობა მივიღოთ ამ რეფორმებში. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს, ჩაერთონ თავიანთი რეგიონებისა და ქალაქების განვითარებაში და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics