|
2018-03-05 11:50:35, 1707 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა
საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ხედვას საზოგადოებას და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობენ. როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეფორმის მიზანი რეგიონების განვითარება და ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის გაძლიერებაა. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ ადამიანებს აიძულებს დატოვონ თავიანთი სოფელი, წავიდნენ ქალაქში, ხოლო ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენთის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობა აღმოვფხვრათ. სწორედ ამისათვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც შექმნა ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩო უმნიშვნელოვანესი ცვლილების ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი ღერძი და ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის უკვე შემდგომი ნაბიჯები. დღეს წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან, სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ხედვა მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: პირველი ეს არის - თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება. მეორე ეს გახლავთ - თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის რა თქმა უნდა უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსის თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით. მესამე - თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მართვის პროცესში და ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცემს სრულიად სხვა თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში. რა თქმა უნდა ეს კომპლექსური სამუშაოა და მას სათანადო რესურსი და დრო სჭირდება. დღეს წარმოდგიდგენთ დროში გაწერილ ხედვას თუ როგორ მივდივართ ჩვენ ამ მიმართულებით. მნიშვნლოვანია, რომ ამ საქმეში გვეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები და მინდა მათ დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის, უმთავრესი წინაპირობა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობაა. "სწორედ ამიტომ, ის რომ დღეს პირველივე ეტაპზე აქ წარმოდგენილი გახლავთ არასამთავრობო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა რეფორმის წარმატებისთვის. რეფორმის სულისკვეთებას მაქსიმალურად უნდა ვიზიარებდეთ ყველა, რადგან ეს რეფორმა ერთობლივად გასაკეთებელია. სურვილი მაქვს, რომ ამ კუთხით გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წევრთან. სხვაგვარად შეუძლებელია წარმატებაზე საუბარი. ამ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება პარლამენტი. დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას. ამ რეფორმის მიზანი უნდა იყოს ის, რომ რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე უნდა იყოს შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისათვის. ჩვენი ნატვრა იქნება ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლებებში და ჰქონდეთ მოტივაცია რეგიონულ განვიღარებას შეუწყონ ხელი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)