|
2018-03-02 14:41:11, 1798 ნახვა
სამართალი
შსს: ბოლო პერიოდში თბილისში მომხდარი ყაჩაღობის გახმაურებული ფაქტები გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში, აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გახსნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიც, რომელიც თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. ბრალდებული მიმდინარე წლის 14 თებერვალს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გახსნილია ასევე გახმაურებული, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტიც. დაკავებულია 2 პირი, მათ შორის ერთი - წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
დაურ ბუავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
რუსეთში სკოლის მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში დანით თავს სამჯერ დაესხნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
ზელენსკის მუქარის შემდეგ, თურქეთის უმსხვილესმა კერძო ავიაკომპანიამ თვითმფრინავები უკან გააბრუნა და მოსკოვში რეისები გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)