|
2018-03-02 12:48:37, 1774 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ხელფასების მომატებაზე მსჯელობის დაწყებას ზუგდიდის საკრებულოც აპირებს
„ევროპული საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, ბორჯომის მსგავსად, დღეს, ზუგდიდის საკრებულოც აპირებს ხელფასების მომატებაზე მსჯელობის დაწყებას. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ხელფასის გაზრდა მიზანშეუწონელია. კერძოდ, პარტიაში თვლიან, რომ როდესაც „მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ ხერხდება პენსიის მატება, სოციალურად დაუცველთა შემწეობის გაზრდა, სტიქიებისგან და ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ხელფასის მატება, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასაქმებულ ნათესავებზეა გათვლილი, არ უნდა მოხდეს“. ,,ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რომ ხელფასი გაეზარდოს ბატონი გოგიას რძალს გვანცა თორდიას, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ, რომ დღეს ხელფასი გაეზარდოს მერის მოადგილის მაიზერ ნანავას მეუღლეს ნინო ქარჩავას, მის დეიდაშვილს გიგა ფარულავას, ხელფასი დღეს არ უნდა გაეზრადოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლაშა ჯაიას და მის მეუღლეს ნათია ქირია, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზუგდიდის მაჟორიტრარი დეპუტატის თოლორაიას დას ქალბანონ ხათუნა თოლორაიას, რომელიც აიპ სამსახურის უფროსია. სწორედ ამაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომ ზუგდიდის საკრებულოში, მერიაში არ არიან დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი კვალიფიკაციით. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, გამგებლის გუბერნატორის ნათესავები. ამ ადამიანებს „ქართული ოცნება“ იყენებს არა იმისთვის, რომ მათ იზრუნონ ადამიანების კეთილდღეობაზე, არამედ იმისთვის, რომ ეს ადამინების დაუპირისპირდნენ ხალხს, როგორც ეს გააკეთეს ზუგდიდში, როგორც ამას აკეთებდნენ ბორჯომში, როგორც ეს გააკეთეს გურჯაანში, სადაც ადამიანები წიწილიან კვერცხებს ისროდნენ“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)