|
2018-03-01 18:45:15, 1579 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მეტროს ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდება
თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა, რაც დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის - სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში წელს 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. „წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანია. პირველი, რაც ამ მიმართულებით დავიწყეთ, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, მეტროსადგურების რეაბილიტაციაა. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ავტობუსების ახალი მარშრუტები დავამატეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობები და წელს, დედაქალაქს 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსი ეყოლება. ასევე, დავიწყეთ მუშაობა მეტროს განვითარების მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტროსთან და რკინიგზასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ცნობილ კომპანია „შტადლერთან“ და ძალიან მალე, მივაღწევთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მეტროს ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ქვეითთა გადასასვლელებს, რომლის მოსაწესრიგებლად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. მისივე განცხადებით, დედაქალაქში უკვე გამოვლენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და დახაზვითი სამუშაოები ჩატარდეს. „დიდი ყურადღება დაეთმობა ქვეითთა გადასასვლელებს და ქვეითთა უფლებების დაცვას. მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს, რომ თავიანთ რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთონ ყველა იმ ადგილს, სადაც გადასასვლელები მოუწესრიგებელია. გვინდა, ეს პრობლემა მთელი თბილისის მასშტაბით მოვაგვაროთ. გაზაფხულიდან დავიწყებთ დახაზვით სამუშაოებს, დამონტაჟდება ლედგანათებები იმისთვის, რომ გადასასვლელები ღამის განმავლობაშიც უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა. როგორც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ შემუშავდა საცობების განტვირთვის სქემა, რომელიც სამარშრუტო ტაქსებისა და ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილების ახალ გრაფიკს ადგენს. ასევე, სავალდებულო ხდება ტაქსების რეგულაცია. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან ქალაქში ქაოტური მოძრაობის განტვირთვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.
(NS)
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)