20:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 15:30:06, 1681 ნახვა

კომენტარი
ენძელა მაჭავარიანი დეკანოიძეს: პირი გამოირეცხე, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ

„ქართული ოცნების“ წევრი ენძელა მაჭავარიანი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ხატია დეკანოიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მაჭავარიანმა ოპოზიციის წევრს მიმართა და აღნიშნა, რომ მის პარტიას ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის უფლება არ აქვს.

დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბორჯომის საკრებულოში 2 დღის განმავლობაში შექმნილი ვითარებაა.

,,თქვენი დრო დამთავრდა. ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, მანამდე თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში იქნება პრობლემა, უნდა გრცხვენოდეთ", - მიმართა ენძელა მაჭავარიანმა დეკანოიძეს.

თავის მხრივ დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პატიოსანი მხოლოდ "ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია" და ენძელა მაჭავარიანს მასთან წასვლა ურჩია.

აღნიშნულმა მმართველი გუდნის დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.

"პირი გამოირეცხე, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ", - მიმართა მაჭავარიანმა ხატია დეკანოიძეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics