20:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 15:11:14, 1668 ნახვა

კომენტარი
იან კელი: ჩვენ დაინტერესებული ვართ მედიის განვითარებით საქართველოში

"აუცილებელია მედიაში არსებობდეს მრავალი სხვადასხვა ხმა და მოსახლეობას მიუწვდებოდეს ამაზე ხელი. შესაბამისად ვაგრძელებთ მედია პლურალიზმის მხარდაჭრას საქართველოში",-ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ მედიის განვითარებით საქართველოში. ჩვენ ვართ ღია საელჩო, შესაბამისად, ვესაუბრებით მედიის წარმომადგენლებს, რომ უკეთესად გავიგოთ, რა ხდება ზოგადად ამ მიმართულებით.მხარს ვუჭერთ მედიაპლურალიზმს, რადგან აუცილებელია მედიაში არსებობდეს მრავალი სხვადასხვა ხმა და მოსახლეობას მიუწვდებოდეს ამაზე ხელი. შესაბამისად, ვაგრძელებთ მედია პლურალუზმის მხარდაჭერას",-აღნიშნა იან კელიმ.

შეგახსენებთ, თამბაქოს მწარმოებელი ომეგა ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.  ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ომეგა ჯგუფზე ზეწოლა  „ იბერიას“  ფინანსურ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის.

ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტების სახელით, რამდენიმე დღის წინ  განცხადება ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა:

„ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს, - აღნიშნავენ „იბერიაში“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics