|
2018-03-01 14:00:05, 1759 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ხელმისაწვდომი ქონება უნდა დაყადაღდეს
"ევროპული საქართველოს" ინიციატივით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა შეიქმნას, რომლის მიხედვითაც სანქციები უნდა შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები. სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს დღეს „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ. ევროპული საქართველოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა იქნება დამატებითი ბერკეტი საქართველოს ხელში რათა მკვლელები დაუსჯელნი არ დარჩნენ. „თითოეული ადამიანი, სეპარატისტული ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც საქართველოს მოქალაქეებს მოკლავს, მოიტაცებს და აწამებს, თითოეულმა ასეთმა ადამიანმა იცოდეს რომ მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები მათ შეეხება ყველგან, სადაც კი ფეხს გადადგამენ. თითოეულმა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მიწა დაიწვება და ფეხს ვერ გადადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან სასჯელის გარეშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძემ იმ კონკრეტულ ბერკეტებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს დამნაშავეების წინააღმდეგ. „ხელისუფლებამ უნდა დააყადაღოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისათვის. ამასთან, შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს უნდა ვაცნობოთ, რათა დამნაშავეებს არ მიეცეთ ქონების გადაადგილების, თუ შეძენის და, ასევე, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება. მნიშვნელოვანია სავიზო შეზღუდვების დაწესებაც. ასევე ამ სიაში მოხვედრილ პირებს არ უნდა შეეხოთ მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის დაწესებული შეღავათები თუ უფასო სახელმწიფო სერვისები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით კი რუსეთი ჯერჯერობით არაა ჩრდილოეთ კორეა რაც საერთაშორისო ზეწოლას ჯერ კიდევ აძლევს მნიშვნელობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია კი სწორედ ასეთი მნიშვნელობისაა.
(NS)
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)