08:23 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 12:58:30, 577 ნახვა

შსს: ბორჯომის საკრებულოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ბორჯომის საკრებულოს შენობაში იყოფებიან. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან", - აცხადებენ უწყებაში. 

ცნობისთვის, ბორჯომში, საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ამასთან, ქალაქის სხვადასხვა ადგილას ათობით სატვირთო ავტომობილი და ავტობუსია, რომლითაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი ჩაიყვანეს. 

როგორც ცნობილია მერიის წარმომადგენლები დღეს გაფიცვას აპირებენ და მასშტაბურ აქციას აანონსებენ. სამუშაო პროცესი პარალიზებულია. მერიის თანამშრომლების განცხადებით, ისინი მანამ არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარის გადაყენებაა.

ბორჯომის ტელევიზიის ინფორმაციით, საკრებულოში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომაზე გუშინ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი არ დამტკიცდა. აღნიშნულს შენობის პიკეტირება და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics