|
2018-02-28 15:23:03, 2189 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი: ერთობლივი მუშაობით, ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის რეგიონალურ ადმინისტრატორს კეტრინ ჰანის და საერთაშორისო ატომური ენერგიის უსაფრთხოების სააგენტოს (IAEA) დირექტორს პიტერ ჯონსტონს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ამერიკელი კოლეგების მიერ საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შესწავლის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს აქვს სრული მხარდაჭერა და ამერიკულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. ამერიკა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და აღვნიშნო, რომ თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მითითებებს და ვფიქრობ ერთობლივი მუშაობით, მივაღწევთ საქართველოში ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კეტრინ ჰანიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის სახელით, მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და გამოთქვა სურვილი შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)