|
2018-02-28 12:07:19, 1725 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ დათა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გია დგებუაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. დათა ახალაიას ბრალად განზრახ მკვლელობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიცირება ედებოდა, რისთვისაც 2016 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება გია დგებუაძეს, მას ბრალად ედებოდა ჯგუფურად, 3 პირის განზრახ მკვლელობა(სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტები), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით(სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი). "თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა მისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. გია დგებუაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება. რადგან დათა ახალაია და გია დგებუაძე თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. 2016 წლის 22 მარტს ძებნილი გია დგებუაძე ნიდერლანდების სამეფომ საქართველოს გადმოსცა. „სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დ.ა.-ს და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ.დ.-ს თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლ.ქ.-ს და გ.მ.-ს მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები - 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა.“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
რუსეთში სკოლის მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში დანით თავს სამჯერ დაესხნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
ზელენსკის მუქარის შემდეგ, თურქეთის უმსხვილესმა კერძო ავიაკომპანიამ თვითმფრინავები უკან გააბრუნა და მოსკოვში რეისები გააუქმა
ალექსანდრე თამაზაშვილი - მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ ირაკლის განადგურების პროცესს? მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა
კახა კალაძე: არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ გადავადდეს სამუშაოების ვადა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)