20:19 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 09:39:36, 1767 ნახვა

კომენტარი
„ვხედავ, რომ მუშაობენ და ვაცდი“ - ტატუნაშვილის ოჯახი აქციების გამართვას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს

არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მისი შვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით აქციების გამართვა ამ ეტაპზე აღარ იგეგმება.

ამის შესახებ გიორგი ტატუნაშვილმა პირველ არხს წილკანში, შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ ცხედარს გადმოსცემენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითქმის ყველა უწყება მუშაობს. არის დაპირებები ოსების მხრიდან, რომ ჩემი შვილის ცხედარს გადმოგვცემენ. ზუსტ თარიღს არ ასახელებენ. ძვრები, წინსვლა შეინიშნება ამ საქმეში. ვხედავ, რომ მუშაობენ და ვაცდი. თუ ცხედრის გადმოსვენება უახლოეს მომავალში არ მოხდება, ალბათ, ისევ დადგება დღის წესრიგში აქციების გამართვის საკითხი“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics